![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjWBR7Q25ARL5_yPxwAN2DfrevOj6z11965aCFGhyphenhypheng3N8ph8aYfqIlwYv61D-JE6wWFT3PNr-JV59xdq31GyWXzMls0P0cFJwtuUFIbeIDnnVuSutBmjDZYy4FgmqKZKkolaqLDeKfYV5z4/s200/amerikuli_koker_spanieli_monadirecom.jpg)
1943 წელს ამერიკის კინოლოგიურმა კლუბმა ამერიკული კოკერ სპანიელის პირველი სტანდარტი მიიღო, ხოლო 1946 წელს ამერიკული კოკერ სპანიელი ინგლისის კინოლოგიურმა კლუბმა დამოუკიდებელ ჯიშად აღიარა. ამერიკულმა კოკერმა სახელი გაითქვა, როგორც ოჯახის მოყვარულმა, მუდამ მხიარულმა, კარგმა მონადირემ და საუკეთესო საგამოფენო ძაღლმა.
ხასიათი: მშვენიერი გარეგნობა, ოჯახის მოყვარული, დამჯერი, მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს. სიმაღლე მინდაოში: ხვადი სასურველია 38 სმ. ძუ სასურველია 35,5 სმ. დასაშვები 1,3 სმ.
შეფერილობა: შავი, ყავისფერი, ღია კრემისფერი, წითური, მუქი წითელი, შავ-თეთრი, თეთრ-წითური. წარმომავლობა: ამერიკის შეერთებული შტატები.
No comments:
Post a Comment